ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ საგანგებო სიტუაციაში, ფიზიკურად მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს საზოგადოებას

“საპარლამენტო უმრავლესობის, “ქართული ოცნების” გუნდი პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში აქტიურად ვართ ჩართული”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მუშაობის ონლაინრეჟიმზეა გადასული.

“საქართველოს პარლამენტი გადასულია მუშაობის ონლაინრეჟიმზე. საპარლამენტო უმრავლესობის, “ქართული ოცნების” გუნდი აქტიურად ვართ ჩართული პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები უშუალოდ მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩართულია.

ჩვენთვის დღეს პრიორიტეტულია ამ საგანგებო სიტუაციაში, ამ რთულ ვითარებაში, უშუალოდ ფიზიკურად მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს საზოგადოებას”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები