ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 14 ათასს შეადგენს
ესპანეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 2,5 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, თითქმის 14 ათასს შეადგენს. ვირუსს 598 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, 774 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ათასზე მეტი განიკურნა.
მედია აღნიშნავს, რომ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ესპანეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალია, რადგან ინფიცირების პირველი ტალღა ხანდაზმულ ადამიანებზე გავრცელდა.
ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ მადრიდშია, აქ 5,6 ათასი ინფიცირებული და 390 გარდაცვლილია.
კატალონიაში 1,9 ინფიცირებული და 41 გარდაცვლილია, ბასკეთში 973 დაავადებული და 40 გარდაცვლილია.
აღინიშნება, რომ ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის ყველა ავტონომიურ საზოგადეოებაში გამოვლინდა.