სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 64–მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რესპუბლიკაში ჯამში 64 ადამიანია ინფიცირებული.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოგოსიანმა განაცხადა.

გუშინ სომხეთის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები