სომხეთში კორონავირუსის უკვე 52 დადასტურებული შემთხვევაა
სომხეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანურად, რესპუბლიკაში 52 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, არცერთ პაციენტს სერიოზული ჩივილები არ აქვს, მათგან მხოლოდ 2 აქვს პნევმონია.
გუშინ სომხეთის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.