გიორგი კახიანი ევროპის დღეს „იმედზე“ ოპოზიციის თავდასხმაზე: მაშინ, როდესაც რადიკალები ერთი მხრივ საუბრობენ ვითომ ევროპულობაზე, სინამდვილეში რასაც აკეთებენ, არანაირად არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში
„მაშინ, როდესაც რადიკალები ერთი მხრივ საუბრობენ ვითომ ევროპულობაზე, სინამდვილეში რასაც აკეთებენ, არანაირად არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ევროპის დღეს, ტელეკომპანია „იმედზე“ ოპოზიციის თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ერთი მხრივ ისინი საუბრობენ მედიათავისუფლებაზე და მეორე მხრივ, მათთვის ჩვეულებრივი ამბავია ჟურნალისტზე თავდასხმა და საქმიანობაში ხელის შეშლა. ეს მათ სახეს წარმოაჩენს, მაგრამ კიდევ უფრო კითხვებს აჩენს ის, როდესაც ამაზე არანაირი რეაგირება არ აქვთ ევროკავშირის სახელმწიფოების საელჩოებში წარმომადგენლებს. ასეთი დუმილი შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ შეიძლება ემხრობიან კიდეც ასეთ მოქმედებებს და ეს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაევროპულია“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი ელენე ხოშტარიამ შეუშალა.