საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა
“საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ქვეყანაში კვირას შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.