თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ქალაქ მანისში, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კანდილის ობსერვატორია ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 9,1 კმ სიღრმეში, ქირქაგაჯის რაიონში დაფიქსირდა. ბიძგები იზმირშიც იგრძნობოდა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
24 იანვარს, თურქეთის აღმოსავლეთით, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 40 გადააჭარბა.
27 იანვარს ანკარაში 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 5 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.