საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების პროგნოზი
საქართველოში 13-15 დეკემბერს შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.