როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2 დეკემბერს შენარჩუნებული იქნება წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 დეკემბერს გამოიდარებს.

4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა 2- 4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

2 და 4-5 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები