“მოსაწევს, სასმელს და ფულს დაპირდნენ” – გორიდან თბილისში აქციაზე წასასვლელად “ნაცმოძრაობა” ახალგაზრდებს ნარკოტიკულ საშუალებებს სთავაზობს (ვიდეო)
“ნაცმოძრაობა” თბილისში რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე წასვლის სანაცვლოდ გორელ ახალგაზრდებს მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს სთავაზობს. ამის შესახებ “კვირას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, რომელსაც თავისი მეგობრებისა და ნაცნობების მსგავსად, ფული შესთავაზეს.
“ქუჩიდან ვიცი, რამდენიმე წაიყვანეს. შესთავაზეს სასმელი, ზოგს ფული 20-დან 50 ლარამდე, ზოგს წამალი, მოსაწევი ვისაც უნდოდა და წაიყვანეს ბირჟებიდან ხალხი. მეც შემომთავაზეს, მაგრამ არ წავედი. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ მაქვს და ფულის სანაცვლოდ, სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ სადმე წასვლას”, – ამბობს “კვირასთან” გორელი ახალგაზრდა.
ცნობისთვის, დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან ოპოზიციის პარტიული აქტივი დედაქალაქისკენ სპეციალურად დაქირავებული სამარშრუტო ტაქსებით მიდის. ნაცმოძრაობის პარტიული აქტივი თბილისის მიმართულებით სამივე რეგიონიდან თითქმის ერთდროულად დაიძრა.