ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.