მედიის ცნობით, აშშ-ს იარაღის მარაგების შესავსებად მინიმუმ ოთხი წელი სჭირდება

ირანის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ აშშ-ის იარაღის მარაგების შევსებას სულ მცირე ოთხი წელი დასჭირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

აპრილში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა (CSIS) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ აგრესიის დროს მისი არსენალის ამოწურვის გამო, მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების კრიტიკული დეფიციტი ემუქრება.

„ირანთან ომის პირველმა ფაზამ უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა მოიხმარა… შეერთებულ შტატებს შეიძლება ოთხი წელი ან მეტი დასჭირდეს იარაღის მარაგების შესავსებად, იმ პირობით, რომ კონგრესი საკმარის დაფინანსებას გამოყოფს“, – ნათქვამია გამოცემაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები