ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში შეტყობინება შევიდა, რომ პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. რთული რელიეფის გამო, მისი ავტომობილით დროულად ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო.
სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
მეხანძრე-მაშველებმა პაციენტი თბილისში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა კი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.