“დავათვალიერეთ სამეგრელოს უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ადგილები და, მეუფის ხელმძღვანელობით, ვესტუმრეთ ყველა იმ საეკლესიო ადგილს, რომელიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, 1700 წლის აღნიშვნის პროცესში” – წილოსანი
“მეუფის ხელმძღვანელობით ვესტუმრეთ ყველა იმ საეკლესიო ადგილს, რომელიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, 1700 წლის აღნიშვნის პროცესში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპარლამენტო დელეგაცია სქურის მაცხოვრის შობის ტაძარს ესტუმრა.
ამასთან, წილოსანი სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
“ჩვენ აქ გავეცანით ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს. მოვინახულეთ წმინდა ადგილები და სქურის ეკლესია, რომელიც არის უძველესი ტაძარი და რომელიც ნამდვილად გამოარჩევს ამ ადგილს, როგორც მთლიანად საეკლესიო რუკაზე, ასევე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის. ჩვენ დავათვალიერეთ სამეგრელოს უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ადგილები და მეუფის ხელმძღვანელობით ვესტუმრეთ ყველა იმ საეკლესიო ადგილს, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით 1700 წლის აღნიშვნის პროცესში”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.