ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-მა წელს დიპლომატიას მესამედ უღალატა
ირანზე თავდასხმით და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად დარტყმების გაძლიერებით, აშშ-მა დიპლომატიას კიდევ ერთხელ უღალატა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ირანელი ხალხი, ისევე როგორც მსოფლიო და რეგიონული საზოგადოება, ნათლად ხედავს, თუ როგორ უღალატეს აშშ-ის მმართველმა წრეებმა დიპლომატიას ღიად, ერთი წლის განმავლობაში მესამედ, მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად. ამჯერად, მათ უგულებელყვეს საკუთარი ხელმოწერა 14-პუნქტიან მემორანდუმზე, დაარღვიეს მემორანდუმის დებულებები ცარიელი საბაბით მისი ხელმოწერიდან სულ რაღაც 20 დღის შემდეგ და კიდევ ერთხელ გააღვივეს ომისა და მტრობის ცეცხლი ირანის დიდი ხალხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა თავდასხმები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, ერთდროულად დააწესა საზღვაო ბლოკადა და თავს დაესხა არასამხედრო სამიზნეებს, რითაც ჩაიდინა „სხვადასხვა ომის დანაშაული“.