„სკინ კოდის“ აკადემიაში პირველი გამოსაშვები საღამო გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
„სკინ კოდის“ აკადემიაში კოსმეტოლოგთა საზაფხულო ჯგუფის გამოსაშვები საღამო გაიმართა. სტუდენტები „სკინ კოდის“ აკადემიის პირველი კურსდამთავრებულები არიან.
კურსის განმავლობაში სტუდენტებმა სწავლების ყველაზე სრული, საავტორო პროგრამა გაიარეს, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება და აერთიანებს როგორც თეორიას (კურსის 30% ინფორმაციის PowerPoint – ის ფორმატში გადმოცემით), ისე ინტენსიურ პრაქტიკას (კურსის 70%, ხელის დაყენებითა და ტექნიკის საიდუმლოებებით). კურსის ბოლოს კი სტუდენტებმა გამოცდა ჩააბარეს, წარმატებული შედეგებისა და რეგულარული დასწრების შედეგად მათ აკადემიისგან დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
მთელი კურსის განმავლობაში სტუდენტებს ექსპერტის დონის ექიმების საუკეთესო გუნდი (საქართველო და უკრაინა): დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები, ტრიქოლოგები, რეანიმატოლოგები და ფსიქოლოგიის სპეციალისტები საკუთარ ცოდნასა და ოსტატობას უზიარებდნენ.
სწავლება მიმდინარეობდა უკანასკნელი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიაში, პრაქტიკული მეცადინეობები კი ესთეტიკური მედიცინის ახალ ულტრათანამედროვე კლინიკაში Skin Code.
Аcademy Skin Code-ის სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებზე უზრუნველყოფილნი იყვნენ სახარჯო მასალებითა და პრეპარატებით, ასევე, Аcademy Skin Code-ის სტუდენტის საფირმო ტანსაცმლით.
„ჩვენი შედეგები – ჩვენი რეპუტაციაა. ამიტომ, კურსის მიმდინარეობისას შუალედური ტესტების საშუალებით პროგრამისა და პრაქტიკული უნარების ათვისების მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებდით. თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს საქართველოს ოთხი კოსმეტოლოგი შეემატა. მათ უკვე მიიღეს წვდომა ლამაზ და მოთხოვნად პროფესიაზე, იმედი მაქვს, ძალიან მალე დადგებიან ფინანსური დამოუკიდებლობისა და წარმატების გზაზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვისაც ვასწავლიდით და გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გზის დასაწყისში ჩვენი კურსდამთავრებულებისათვის დახმარება და სწავლება. ამიტომ, თქვენთვის ჩვენი კარები მუდამ ღიაა – რჩევისთვის, დახმარებისთვის, დასაქმებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. წამატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს, ჩვენი აკადემია კი ელოდება შემდეგი, საშემოდგომო კურსის გავლის მსურველებს“,- განაცხადა სკინ კოდის“ მთავარმა ექიმმა, კოსმეტოლოგმა და ტრიქოლოგმა იულია ჩერნაიამ.
აღსანიშნავია, რომ ყველა კურსდამთავრებული სწავლების შემდეგ, პროფესიონალური პრეპარატების შესაძენად მუდმივ ფასდაკლებას იღებს. სწავლება მცირე ჯგუფებში, ინდივიდუალური მიდგომით მიმდინარეობს. ჯგუფური მეცადინეობა სრულყოფილი განათლებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვას.
შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო კურსი 11 სექტემბერს დაიწყება. ადგილის დასაჯავშნად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 595 723 723 და დაუკავშირდით აკადემიის კოორდინატორს.