“არსებობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების – ალექსანდრე გაბაშვილისა და ანი ნასყიდაშვილის მიმოწერა; ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით” – ავალიანის საქმის პროკურორი

“არსებობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს – ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა. ის იმდენად ვრცელია და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, დაცვის მხარის მართლება, რომ ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმაზე არაფერი იცოდა, უსაფუძვლო მცდელობაა, რათა გაამართლოს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი.

„ანი ნასყიდაშვილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში მოიძებნება ისეთი უტყუარი მტკიცებულებები, როგორიც არის ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის არსებული მიმოწერა. მიმოწერა იმდენად ვრცელია და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალდებულები. დაცვის მხარის მართლება, რომ ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმაზე არაფერი იცოდა, უსაფუძვლო მცდელობაა, რათა გაამართლოს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი.

დემეტრე ჩიქოვანს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ვედავებით გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას.

აღნიშნულ დანაშაულს ადასტურებს დემეტრე ჩიქოვანსა და სხვა ბრალდებულებთან, სხვა მოწმეებთან არსებული მიმოწერა, საიდანაც დგინდება, როგორ ცდილობს დემეტრე ჩიქოვანი თანამზრახველები შემოუკრიბოს ალექსანდრე გაბაშვილს, როგორ სთხოვს მეორე ბრალდებულს, გიორგი რიკაძეს გაყვეს თემქაზე, ადგილზე, სადაც დანაშაულის ჩადენა მოხდა.

ასევე, მას მიყვება დანაშაულამდე 2 დღით ადრე 29 სექტემბერს, უსაფრდება გიგა ავალიანს, ცდილობს მსხვერპლის პიროვნების შესწავლას, მისი გადაადგილების და სამუშაო გრაფიკის დადგენას. დღეს მოწმეები არიან წარმოდგენილები დასაკითხად“, – განაცხადა ქეთევან სონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები