ისრაელმა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის მიუხედავად, სამხრეთ ლიბანზე იერიშები განაგრძო

მიუხედავად 10-დღიანი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებისა, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ალ-ჰიამისა და დიბინის მიმართულებით საჰაერო იერიშები მიიტანა.

ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ცნობით, შუაღამისას ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ორი ქალაქის დაბომბვა განაგრძო.

გარდა ამისა, დრონების ინტენსიური აქტივობა დაფიქსირდა რაშაიას ქალაქთან და ლიბანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰერმონის მთის დასავლეთ კალთებზე.

ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია აფეთქებების შედეგების, მათ შორის შესაძლო მატერიალური ზარალის ან მსხვერპლის შესახებ.

ისრაელის მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ის ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები