ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, ძალაში შევიდა.

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აღნიშნულ შეთანხმებას მიესალმა, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას მშვიდობისთვის „ისტორიული“ შესაძლებლობა უწოდა.

როგორც BBC-ი იუწყება, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“, რომელიც აცხადებს, რომ შეთანხმებას პირობებით დაიცავს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოახლოებამდე ისრაელის ძალებთან დარტყმებს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები