ხათუნა ლაგაზიძე: უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გაბუნიას, გაეკეთებინა ყველაფერი რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად

“სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას, გაეკეთებინა ყველაფერი რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს ფაქტის გამოძიება.

“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას, გაეკეთებინა ყველაფერი რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეს უნდა გახდეს სასწრაფოდ გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია – არა, ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გადაცემა P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები