პუტინი აცხადებს, რომ იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე.
„იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის კანონების შესაბამისად“, – აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცია, რომელიც სრულ ალყაშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ლიდერმა რუს კოლეგას დაჟინებით მოსთხოვა, „მათი სიცოცხლე დაენდო“.