ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ერთი ქვეყანა – უნგრეთი ბლოკავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ევროკავშირს: გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ერთი ქვეყანა ბლოკავს. ეს ქვეყანა არის უნგრეთი“, – თქვა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმება ასევე მოიცავს უკრაინის ეკონომიკურ გარანტიებს.

„უკრაინის ეკონომიკური გარანტიების პირველი პუნქტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ალტერნატივის გარეშე და განხილვის გარეშე. არც აშშ და არც ევროკავშირის წევრები, რომლებმაც ასევე იციან ამის შესახებ, წინააღმდეგი არ არიან. ამას ყველა მხარს უჭერს ერთი ქვეყნის გარდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ უნგრეთის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტში „აშშ-ის პოლიტიკას დააკვირდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები