„ბაკურიანობა 2025″-ის ფარგლებში, კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
„„ბაკურიანობა 2025″-ის ფარგლებში, კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ბაკურიანობა 2025″-ის ფარგლებში, კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები შემდეგ სახეობაში გაიმართა: თხილამურებით შეჯიბრი (გიგანტური სლალომი); მკლავჭიდი და დოღი.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების სპორტის მთავარმა სპეციალისტმა თათა ლამბრიანიძემ, სასპორტო სკოლის დირექტორმა ელიზბარ სტეფნაძემ და დაბა ბაკურიანში საკრებულოს დეპუტატმა დავით თედიაშვილმა მედლებით, სიგელებით და ფულადი პრემიით დააჯილდოვეს.