კვანტური ცნობიერების თეორია და კვანტური ფსიქოლოგია

ვიცით თუ არა რა არის კვანტური ცნობიერების თეორია, ან რატომაა ის შემეცნებისთვის მიუღწეველი? ამ საკითხებზე გვესაუბრება გულნარა ინანჩისაერთაშორისო ონლაინ ანალიტიკური ცენტრისეთნოგლობუსისხელმძღვანელი, ექსპერტი, ეთნოფსიქოლოგი, კვანტური ფსიქოლოგი.

– კვანტური ცნობიერების განმარტება, კვანტური ცნობიერების კონცეფცია ამერიკელმა ანესთეზიოლოგმა სტიუარტ ჰამეროფმა და ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ფიზიკოსმა სერ როჯერ პენროზმა შემოგვთავაზეს. 1989 წელს რ. პენროუზნამ თავის წიგნში „მეფის ახალი გონება: კომპიუტერების, გონებისა და ფიზიკის კანონების შესახებ“ კვანტური ცნობიერების თეორიის შესახებ დაწერა:

„…გააზრების უნარი არანაირად შეიძლება დავიდეს გარკვეულ წესებამდე. გაგება არის უნარი, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს ცნობიერებაზე… ბუნებრივია, სერიოზული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ცნობიერი აღქმა „გაუთვლელი“ პროცესია.“

შეიძლება ითქვას, კვანტური ცნობიერება შემეცნებისთვის მიუღწეველი, ანუ ტრანსცენდენტური ფილოსოფიის გაგრძელებაა ფიზიკურ დონეზე?

– დიახ, გონება არასოდეს უკავშირდება პირდაპირ საგანს, ჩვენ ვერ ვხედავთ საგანს რეალობაში პირდაპირ, არამედ ჩვენი აღქმა და ინტერპრეტაცია ხდება ჩვენი გონების ფილტრაციის მეშვეობით. ის არ ქმნის ახალ კონცეფციებს საგნებზე, არამედ აგროვებს და აწყობს ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის უკვე ცნობილია.

ცნობიერება შეიძლება ჩამოყალიბდეს და არსებობდეს როგორც თავად მატერიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კვანტური თეორიის მიხედვით თუ სამყაროში ყველაფერი მატერიისა და ტალღებისგან შედგება, მაშინ  შეიძლება ცნობიერება დაიბადოს როგორც თავად სხეულში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სივრცეში (სულში).

– როდის შემოვიდა პირველად ტერმინი კვანტური ფსიქოლოგია?

– კვანტური ფსიქოლოგიის ტერმინი და მეთოდი სტივენ ვოლინსკიმ XX საუკუნის ბოლოს შემოიტანა. აშშ-ში მოქმედებს კვანტური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომლის ორგანიზატორები არიან ს. ვოლინსკი და ქრისტი ლ. კენენი.

– ძირითადად რაზეა კვანტურ ფსიქოლოგიაში საუბარი?

– როგორც კვანტურ ფიზიკაში, ასევე კვანტურ ფსიქოლოგიაში საუბარია ყველა არსების მატერიასა და ტალღოვანი (ენერგიის) საფუძვლის შესახებ, ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, ერთიანი ენერგიის ველითაა დაკავშირებული და ერთმანეთში აღწევს. ობიექტი ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც მატერია (წერტილი), ისე ტალღა. ამ თეორიას ცნობიერება ფიზიკური სხეულის ფარგლებს გარეთ გაჰყავს და ზრდის აღქმისა და გაგების შესაძლებლობას.

მაგალითად, თუ წყლის აღქმის საზღვრებს გავაფართოებთ,  ვნახავთ, რომ  ის ერთდროულად არის წყალიც, ორთქლიც და ყინულიც, თუმცა, სხეულის ცნობიერების აღქმის ფარგლებში, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ერთდროულად ვიხილოთ და ვიგრძნოთ ყველა ეს ფორმა.

თუ ჩვენ ვიმყოფებით სულიერი ცნობიერების მდგომარეობაში, ან კვანტური თეორიის მიხედვით კვანტურ ველში (როგორც ტალღა ან ენერგია), მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და გავაცნობიეროთ არსებული სამყაროს სხვა ფორმები.

თუ ღმერთის არსებობას ვაღიარებთ, კვანტური ცნობიერების თეორიას უფრო ადვილად გავიგებთ. ღვთიური საწყისის აღიარების შემთხვევაში კვანტური ცნობიერება წარმოჩნდება ყველა თავისი შესაძლებლობითა და გამოვლინებებით. დავითის ფსალმუნებში სული სახელდება „ერთიანად“, რაც ადასტურებს მთლიანი სამყაროს ერთიან არსს, რადგან შემოქმედმა თავისი არსი მთელ სამყაროს შთაბერა.

აღმოსავლურ ფილოსოფიაში უზენაეს არსებასთან გაერთიანება ტრანსცენდენტურ მდგომარეობაში სპეციალური მედიტაციური ტექნიკით, ანუ არაცნობიერი ყოფითაა შესაძლებელი. მედიტაციის დროს აზრების დინება ნელდება და ჩერდება, ადამიანს შეუძლია დააკვირდეს რა ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სული სხეულს ტოვებს.

– რა ხდება მაშინ, როდესაც აზრები ჩერდება, ან ჩვენ მათზე ვიწყებთ დაკვირვებას?

– როდესაც ფიზიკურ სხეულს მიკუთვნებული აზრები ჩერდება, ან ჩვენ ვიწყებთ მათზე დაკვირვებას, კვანტურ ველში აღმოვჩნდებით.

– ღმერთზე ვსაუბრობდითადამიანები უფალს სხეულის ცნობიერების მეშვეობით აღიქვამენ

– უფალი არ არის მატერიალური, ის არის ენერგეტიკულ – კვანტური ველი, მაგრამ ის მატერიალიზდება ადამიანში, რადგან მან შექმნა ადამიანი, რომელსაც თავისი სული შთაბერა. ვინაიდან სამყაროში სტატიკური არაფერია, უფალი ყველგან და ყველაფერშია.

ადამიანი და ღმერთი ერთი და   იგივე სუბსტანციის ნაწილია, ჩვენი შერწყმა მასთან მისი ნებით და ძალით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები