ავსტრიელმა მოთხილამურე ინფლუენსერმა სვანეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლები მოამზადა
„საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიელ ინფლუენსერსა და პროფესიონალ მოთხილამურეს თაო კრაიბიჰს უმასპინძლა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში, საქართველოში, ავსტრიელმა ინფლუენსერმა ოპერატორთან ერთად იმოგზაურა. თაო კრაიბიჰი სვანეთის ზამთრის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო, და ვიდეო მასალა მოამზადა რეგიონის სამთო კურორტების, კულტურის, ბუნებისა და ხალხის შესახებ.
ინფლუენსერმა Instagram გვერდზე საქართველოს შესახებ სთორები და ვიდეო რგოლები გაავრცელა. თაო კრაიბიჰს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.