მამუკა არეშიძე: გახარია არ უნდა გადადგეს, სანამ ამ დივერსიის ყველა დეტალი არ იქნება გამოძიებული

“გახარია არ უნდა გადადგეს, სანამ ამ ანტისახელმწიფოებრივი დივერსიის ყველა დეტალი არ იქნება გამოძიებული!”, – ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
არეშიძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
“როდესაც ვუყურებდი, როგორ ესროდნენ 2 მეტრში მდგარ მომიტინგეს ტყვიას თავში, ვფიქრობდი, რომ ეს პოლიციელი ან სადისტია, ანდა – პროვოკატორი, რომელსაც სურს, ხალხი ააჯანყოს! ჰოდა, ამიტომაც არ მსურს, რომ გახარია ამ ეტაპზე გადადგეს! გახარია არ უნდა გადადგეს, სანამ ამ ანტისახელმწიფოებრივი დივერსიის ყველა დეტალი არ იქნება გამოძიებული! და ეს არ უნდა გაიჭიმოს ერთ-ორ თვეს! გამოძიება სწრაფად, ორ კვირაში მაინც უნდა დასრულდეს! ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ! და ეს იყო გარეთ მოფიქრებული გეგმა, რომლის შესახებაც აქ, ალბათ, ერთმა-ორმა ლიდერმა თუ იცოდა! 20 აპრილიდან მოყოლებული მიდიოდა მასობრივი შეტევა სახელმწიფოს ჩამოსაშლელად – პანკისის სპეცოპერაცია, გარეჯის კრიზისი, ლგბტ პრაიდი და, აგერ, „გავრილოვის ღამე“! ესენი ერთი ჯაჭვის რგოლებია ხელისუფლების ჩამოსაშლელად! დიახ, აი, რატომ არის საჭირო ამ ყველაფრის დეტალურად გამოძიება და გაანალიზება! “, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები