რუსი ტურისტი: ყველაფერი, რასაც რუსეთის ტელევიზია გადასცემს, ტყუილია…ვისაც საქართველოში დასვენება გვინდა, მაინც ჩამოვალთ

“რუსეთში სპეციალურად აგროვებენ ნეგატიურ ინფორმაციას საქართველოში ტურისტულ მომსახურებაზე”, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” პრომოუტერი, ირაკლი ღლონტი აცხადებს.
ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი რუსი ტურისტი, სახელად ანდრეი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა საქართველოში და ოჯახთან ერთად ისვენებს.
“სამი დღის წინ ჩამოვედით, აქედან მივდივართ ქუთაისში, მერე ბათუმში. ვიცით, რომ აქ დაძაბული სიტუაციაა და სანამ ჩამოვიდოდით, ისე შეგვაშინეს, ყველა ჯავშანი გავაუქმეთ. შემდეგ ყურადღებით წავიკითხეთ, რას წერდა ხალხი და გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავით. ყველაფერი, რასაც რუსეთის ტელევიზია გადმოსცემს, ტყუილია. იქ ძალიან ამწვავებენ რეალურ სიტუაციას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ეს ხომ სისულელეა. ჩვენც დავრწმუნდით, რომ ეს ტყუილია. ბავშვებთან ერთად ჩამოვედით…ისეთი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევით, ასეთს სად ნახავთ რუსეთში? ჩვენთან სპეციალური ფორუმებია, სადაც ჩემი თანამემამულეები შთაბეჭდილებებს წერენ, რომ ყველაფერი კარგად არის საქართველოში, რომ არის უსაფრთხო ქვეყანა… პუტინმა იმხელა ხიდი ააგო და ახლა ითხოვს, ტურისტები ყირიმში ჩავიდნენ, მიუხედავად ამისა, ვისაც საქართველოში დასვენება გვინდა, მაინც ჩამოვალთ. პირველ დღეს, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, პანიკა იყო. სამწუხაროდ, ამას ბევრი იჯერებს”, – აცხადებს ერთ-ერთი რუსი ტურისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები