მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები – „ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად“
„ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად“ – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და მმართველ გუნდს ურჩევს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად დანიშნოს.
როგორც მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მას, ამ ეტაპზე, არანაირი ბერკეტი აქვს;
ამიტომ, ასტროლოგი მმართველ გუნდს ურჩევს, პრემიერმინისტრი შეცვალოს.
„ყოფილი პრემიერმინისტრის პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელია, თუმცა ცალკე თემაა – კვლავ ის ირაკლი ღარიბაშვილია?! ჩვენ ძველ ირაკლი ღარიბაშვილს მივესალმებით. მართალია, დღეს მას არ აქვს რეალური ბერკეტი გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მივიჩნევ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა ქვეყნის პირველ პირად! დიახ, ჩვენი რჩევაა, ღარიბაშვილი პრემიერად!”, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ასტროლოგი სხვადასხვა პოლიტიკური ამბიციის მქონე პირებზე პოლიტიკურ პროგნოზებზე საუბრობს.
მიხეილ ცაგარელი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ურჩევს, საკუთარი პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი ჩამოაყალიბოს, თორემ მხოლოდ „თეორიები“ პოლიტიკურ რეიტინგს ვერ მოუტანს.
„ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ლევან ვასაძის აქტიურობას. ჭკვიანურია ლევან ვასაძის თეორიები, ოჯახის ინსტიტუტის წინა პლანზე წამოწევა – მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო და შევახსენო მას, რომ ლამაზი თეორიებით ვერაფერს შეცვლის. თუ არ შექმნა თავისი პარტია, კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ხალხს ნდობას დაუბრუნებს, არაფერი გამოვა, მით უმეტეს, ლევან ვასაძის ზოდიაქოსთვის – ლომისთვის ეს საუკეთესო წელიწადია. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს და მაქსიმალურად უნდა ეცადოს ძალაუფლების მოპოვებას. რა შეეხება დავით მაღრაძის მოძრაობას – ვფიქრობ, მისი გააქტიურება “ოცნებაზე” განაწყენებულ ადამიანებზეა გათვლილი და ჭკვიანურიც არის ამ თამაშში მისი შესვლა! ნუ დაგვავიწყდება, რომ „ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი სრულდება, ეს კი ის თარიღია, როდესაც ყველა ხელისუფლება იცვლება, რომელსაც ქვეყნის მართვაში სერიოზული წინსვლა არა აქვს.
“ნაციონალებიც” თავისას “მიერეკებიან”, ვერ დაშოშმინდნენ ან რა დააშოშმინებთ, როდესაც დღემდე კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრობს ქვეყანა“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.