„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა, 2015 წლის ბოლოს მოხერხდეს“

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჩვეულებრივი პასპორტებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა, 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში მოხერხდეს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან ერთად გამართულ პრესკოფნერენციაზე განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისგან შედგება, პირველი არის საკანონმდებლო ნაწილი, ხოლო მეორე მისი იმპლემენტაცია. მისივე თქმით, საკანონმდებლო ნაწილის დასრულება იგეგმება წლევანდელი წლის ზაფხულის არდადაგებამდე და შემდეგ დაიწყება გადასავლა მეორე ნაწილზე.
“თუმცა, მეორე ნაწილის ზოგიერთი კომპონენტის განხორციელებას ჩვენ უკვე ვიწყბეთ და უფრო წინ ვიქნებით, ვიდრე გეგმა მოითხოვს. იმპლემენტაციის ნაწილი დაიწყება ზაფხულის მერე და სავარაუდოდ, ერთი წელი ან შეიძლება ცოტა მეტი ხანი გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ჩვეულებრივი პასპორტებით შესაძლებელი გახდეს 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები