„ალასანია დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტიურობისთვის ემზადება“

ირაკლი ალასანია დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტიურობისათვის ემზადება, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი ცდილობს, ამერიკის კარზე დაიმკვიდროს თავი და დაიკავოს სააკაშვილის ადგილი, როგორც ამერიკის ერთგული პარტნიორის.
„ირაკლი ალასანია ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტიურობისათვის, შესაბამისად, მას სჭირდება პროდასავლური ნიშა და ცდილობს, მოემზადოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისათვის. ანუ, ერთი მხრივ, ალასანია ცდილობს, ამერიკის კარზე დაიმკვიდროს თავი, უფრო სწორად, დაიკავოს სააკაშვილის ადგილი, როგორც ამერიკის ერთგული პარტნიორის, მეორე მხრივ, კი საქართველოში მოიგოს იმ ელექტორატის გული, რომელიც დასავლურადაა განწყობილი“, – აცხადებს თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები