„მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, სააკაშვილს სამუდამო პატიმრობა ექნებოდა მისჯილი“
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ პოსტსააკაშვილისეულ პერიოდს აფასებს და აცხადებს, რომ ახალმა მმართველმა ძალამ ქვეყანაში განუკითხაობა მოსპო. თუმცა თარგამაძე აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ახალი ხელისუფლებისგან უფრო მეტს ელოდა. როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, ის, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, სააკაშვილს აქამდე სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდა.
„მე რომ მათ ნაცვლად ვყოფილიყავი, სააკაშვილს ამდენი ხნის განმავლობაში დავაპატიმრებდი. ჩამოვიყვანდი საქართველოში და ქართველ ერს საჯაროდ გავასამართლებინებდი. სამუდამო პატიმრობა ექნებოდა დღეს მისჯილი, ვერსად ვერ გამასწრებდა, მათ შორის ვერც ამერიკაში. ხომ გახსოვთ – “რკინის კაცი“ ვარ-მეთქი. უკან არაფერზე დავიხევდი. მას ქართველი ერის წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული. 4-5 მილიარდი მაინც აქვს პირადად სააკაშვილს საქართველოდან წაღებული. ბიუკეტის ფულიდან ასეულობით მილიონი აქვთ დახარჯული ლობებზე და საკუთარ პიარზე. როგორ შეიძლება, ეს ადამიანი დღეს გარეთ იყოს? ნიურნბერგის კანონი მონაგონი იქნება სააკაშვილისა და მისი ბანდისთვის. გივი თარგამაძე, ბოკერია და სხვები წესით ახლა ციხეში უნდა ლპებოდნენ, მაგრამ ეს ნაძირალები დაჯლიგინებენ ქვეყანაში და კიტრად მოაქვთ თავი. გივი თარგამაძის შემხედვარე საკუთარი გვარის ხსენება აღარ მინდა. რამდენჯერ შევუთვალე – გვარი შეიცვალე შე ნაძირალა – მეთქი“,-აცხადებს კახა თარგამაძე.