გამოკითხულთა უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას არ ამართლებს

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას გამოკითხულთა უმრავლესობა არ ამართლებს. კითხვაზე, ამართლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის კრიტიკას, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ არ ამართლებს, 35% – ამართლებს, არ იცის – 24%-მა. ყოფილი პრემიერის მარგველაშვილისადმი კრიტიკას ყველაზე მეტად თბილისში ამართლებენ – 41%, ხოლო 38 % არ ამართლებს. NDI-მ მოქალაქეებსაც დაუსვა შეკითხვა, იცოდნენ თუ არა მათ ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის კრიტიკის შესახებ, 73 პროცენტმა ამის შესახებ იცოდა, 21%-მა არ იცოდა, ხოლო 6%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა. კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები