„მინდა, რომ არასდროს დავკარგო თავი“… – ქეით ალუკარდის ეროტიკული სიუჟეტები

ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ ასე ვთქვათ, ნამდვილი ხატვა მოგვიანებით დაიწყო – ჯერ ფანქრით ჩანახატებს აკეთებდა, შემდეგ ტელეფონით განაგრძო… ხატავდა ყველგან  – ტრანსპორტში, ქუჩაში, ახლობლების გარემოცვაში…
საკუთარ თავს შემოქმედებით ადამიანად აღვიქვამ, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას თავი დაანება და  გრაფიკულმა დიზაინმა გაიტაცა.
ათი წელია, ინტერნეტსივრცეში იაპონური ანიმაციის პერსონაჟის სახელით მოღვაწეობს და ეროტიკულ ნახატებს სტიკერების, ფაზლების, მაცივრის მაგნიტებისა თუ უბრალოდ პრინტების სახით ყიდი. თვითნასწავლი დიზაინერის –  ქეთევან ნიქაბაძის  (ქეით ალუკარდის) პერსონა.

 – ბავშვობის გატარება ცუდ დროს მომიწია, 90-იანები, უშუქობა, უყველაფრობა. 1993 წელს, როდესაც 4 წლის ვიყავი, მამა ომში წავიდა, და აღარ დაბრუნებულა. ალბათ ეს ყველაფერი კატალიზატორი იყო იმისა, რომ ბავშვობა ძალიან ბუნდოვნად მახსოვს და ხანდახან რაღაც კადრები თუ გამოანათებს.
სკოლა მიყვარდა, მაგრამ ამ პერიოდის „ჰაილაითად“ არაფერი მახსენდება. სკოლის პერიოდშიც ვხატავდი და შიგადაშიგ  გატაცებული ვიყავი კერვით, ქსოვით, ხისგან სხვადსხვა ფიგურებს ვქმნიდი, თუმცა ეს პროცესი ცოტა ხანს გაგრძელდა…
 თვითნასწავლი დიზაინერი ხართ… ოფიციალურად არ გისწავლიათ…
– ასე გამოდის, სტუდენტობა ფაქტობრივად არ მქონია. სამწუხაროდ, ჩავაბარე იქ, სადაც სწავლა სრულებით არ მაინტერესებდა. მესამე კურსზე მივატოვე. რამდენიმე წელიწადში ახლიდან ვცადე და ისევ ჩავაბარე. იქაც დიდხანს ვერ გავძელი  და იქიდანაც წამოვედი.
 განცდაროცა ნამდვილად იგრძენით, რომ უნდა გეხატათ?
– ჩემი ძმა, ლევანი მოქანდაკეა და ასევე კარგად ხატავს, ამიტომ ყოველთვის მინდოდა, კარგად მეხატა და მცდელობაც მქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის, რომ ხატვა ნამდვილად მინდა და შემიძლია, მოგვიანებით აღმოვაჩინე.
ხატვა ფანქრით ჩანახატების გაკეთებით დავიწყე  და შემდეგ ეშხში შევედი. რაღაც მომენტში საღებავებით ხატვა მომბეზრდა, რადგან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა და ხატვა ტელეფონის მეშვეობით გავაგრძელე, რომელსაც ე.წ. სტილუსი მოყვებოდა და ბევრად მარტივი იყო, მეხატა იქ, სადაც მომეპრიანებოდა, ტრანსპორტში, ქუჩაში…
ხატვის პარალელურად პატარპატარა პროექტების ავტორიც ხართ, რადგან მუდმივად ეძიებთქართული ფილმების .. პოსტერებს ქმნითწიგნის სანიშნეებსაც აკეთებთ და შეკვეთებსაც იღებთ თქვენი გვერდის მეშვეობითრამდენად გაგიმართლათ ამ მხრივ?
– ვინაიდან მუდმივად ახალი იდეები მომდის აზრად, ზოგიერთ მათგანს ვახორციელებ კიდეც. წიგნის სანიშნეების კეთებას  თავი დავანებე, რადგან, სამწუხაროდ, დიდ დროს მოითხოვდა, შეკვეთები კი დიდი რაოდენობით მქონდა.
რაც შეეხება ჩემს ეროტიკულ ნახატებს, მათ სტიკერების, ფაზლების, მაცივრის მაგნიტებისა თუ უბრალოდ პრინტების სახით ვყიდი.
რატომ გადაწყვიტეთ დიზაინერობა და თუ ხედავთ მოწოდებას?
– ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვაკეთებდე იმას, რაც ნამდვილად შემიძლია, ვიცი და მსიამოვნებს. ჩემ თავს უფრო შემოქმედებით ადამიანად აღვიქვამ, გრაფიკული დიზაინი კი მაძლევს ამის საშუალებას. დიახ, თვითნასწავლი დიზაინერი ვარ, როდესაც სწავლას თავი დავანებე, გრაფიკული პროგრამებით დავინტერესდი და უკვე რამდენიმე წელია ამ განხრით ვმუშაობ.
–  რატომ დაირქვით ალუკარდი?
– ალუკარდი ერთ-ერთი იაპონური ანიმაციის პერსონაჟია, რომელიც, თავისი ბუნების მიუხედავად (თავადაც მონსტრია), ადამიანებს მონსტრების დამარცხებაში ეხმარება, ებრძვის საკუთარ თავს და იმარჯვებს მასზე. შეიძლება უბრალოდ მომწონს ან რაღაც მომენტში ვცდილობ, მსგავსებაც ვიპოვო, ყოველ შემთხვევაში, უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ეს ინტერნეტფსევდონიმი მაქვს და ვირტუალური სამყაროს გარეთაც აქტიურად ვიყენებ.
ნახატებს სტიკერების, მაცივრის მაგნიტების, ფაზლებისა თუ პრინტების სახით ყიდითმაინც რა იყიდება ძირითადად?
– ძირითადად, პრინტები, თუმცა ცოტა ხნით მათი გაყიდვა რესურსის უქონლობის გამო შევაჩერე. ძალიან მინდა გამოფენის გამართვა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებ.
ლიტერატურულ კონკურსშიწერომეორე ტურში გადახვედით და თქვენი მოთხრობა 18 ავტორთან ერთად დაიბეჭდაროდის წერთ და რა თემებზე
– მრავალი წლის წინ მქონდა ბლოგი, რომელზეც რამდენიმე მოთხრობაც განვათავსე. წეროს რაც შეეხება, სრულიად გაუცნობიერებლად გავაგზავნე მოთხრობა, რომელიც მომწონდა და ვერაფრით წარმოვიდგენი, თუ 300-მდე მოთხრობას შორის მეორე ეტაპზე შეძლებდა გადასვლას. ვწერ მაშინ, როდესაც უბრალოდ ვიღლები, მილიონი სიუჟეტის, დიალოგის ან ამბის თავში დაგროვების შემდეგ, რომლებზეც მიყვარს ფიქრი, ძირითადად, მგზავრობის დროს.
2014 წელს დაიწყეთ ეროტიკული ხასიათის ნახატების ხატვარატომ?
– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რატომ. ერთხელაც უბრალოდ შავ ფონზე თეთრად დავხატე რამდენიმე ეროტიკული სიუჟეტი და შემდეგ განვაგრძე ხატვა. მომწონს ემოციების გამოხატვა ნახატებში. ვინაიდან სახეების და პორტრეტების ხატვა, არც ბუნების არ გამომდის, და სხვა მსგავსი რაღაცების ხატვა მიყვარს, ეროტიკაში ყველაზე კარგად შეიძლება ემოციისა და შეგრძნებების გადმოცემა (თურმე მცოდნია, რატომაც).
 მამა მერაბ ნიქაბაძევახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენოსანია, 27 სექტემბერს იცავდა სოხუმში მთავრობის სახლს და უგზოუკვლოდ დაიკარგა სოხუმის დაცემის დღეს
– მამა თითქმის არ მახსოვს… 4 წლის ვიყავი. მთელი ბავშვობა მშურდა ყველასი, ვინც მასთან ურთიერთობა მოასწრო. ხანდახან ვცდილობ, აღვიდგინო მისი სიარულის მანერა, ჩემთან ურთიერთობის დეტალები, თუმცა რაც დრო გადის, უფრო მიჭირს. სახლში ყველასთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა მამა, ამიტომ თითქმის არასდროს ვლაპარაკობთ მასზე. გული მწყდება, რომ მასთან ფოტოს გადაღებაც კი ვერ მოვასწარი, არასდროს გამიგია მისი ხმა ან სიცილი. ვიცი, რომ ძალიან მამაცი, მშრომელი და კარგი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ვერც ვიპოვეთ და მის კვალსაც ვერ მივაგენით, რაღაც დეტალები გახმაურდა ომის პერიოდთან დაკავშირებით, თუმცა რთულია გაიგო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს.
ჰობი
–  არ ვიცი, რომელი დავასახელო, მიყვარს ხატვაც, წერაც, ყველაფერი, რაც აქამდე ვისაუბრე. სიუჟეტების მოფიქრება, რომლებსაც ალბათ არასდროს დავწერ.
ოჯახზე და მეუღლეზე გვიამბეთ
– ჩემს ქმარს მრავალი წელია ვიცნობ, ყოველთვის კეთილნაცნობური დამოკიდებულება გვქონდა. ორი წლის წინ ერთმანეთს შევხვდით და ძალიან მალე აღმოვაჩინე. რომ მიყვარდა, მას მერე ერთად ვართ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ წყვილები. უპირველეს ყოვლისა. კარგი მეგობრები უნდა იყვნენ, ეს დაეხმარებათ ყველანაირი სიძნელის გადალახვაში. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
ოცნება
– ასაკთან ერთად ოცნებები პრაგმატული ხდება, მინდა, რომ რეალიზებული ადამიანი ვიყო და არასდროს დავკარგო თავი.
–  სამომავლოდ რას აპირებთ?
– გასაუბრებებზე ხშირად უკითხავთ, სად ვხედავ ჩემს თავს, მაგალითად, 5 წლის შემდეგ. წარმოდგენა არ მაქვს, ასე მირჩევნია, ვერასდროს ვასრულებ შორი პერსპექტივით დასახულ მიზნებს. ამიტომ დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები