თვითნასწავლი მხატვარი, რომელსაც მომავლის დაგეგმვა არ უყვარს…

მხატვრის ოჯახში გაიზარდა, ხელოვნების სიყვარულს ბავშვობიდან ეზიარა. დადიოდა მუსიკალურ სასწავლებელში და ქორეოგრაფიულ სტუდიაში, ხატვა კი მაშინ თითქის გატაცება იყო…  თუმცა  ადრეული ასაკიდან დაიწყო...
უკვე ზრდასრულ ასაკში თექა, ქვილთი, ბატიკა შეისწავლა. ამჟამად მისი საყვარელი საქმიანობა და ჰობიც – ხატვა და თექაზე მუშაობაა.
წინასწარ არაფერს გეგმავს, ამბობს, რომ დროს
, მუზას და განწყობას ანდობს ბედს... – მხატვარ ეკატერინე თორაძის პერსონა.

– ბავშვობა არაჩვეულებრივი მქონდა… დავიბადე სანქტ-პეტერბურგში, იმდროინდელ ლენინგრადში, 30 აგვისტოს, 1969 წელს… ღმერთმა იცის, რა გზით წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, თუ არა ჩემი გამზრდელები, რომლებმაც მიშვილეს ჯერ კიდევ თოთო… ჩამომიყვანეს თელავში და გამზარდეს… მომცეს განათლება, შემაყვარეს ხელოვნება და რაც მთავარია, მასწავლეს პატივისცემა, ადამიანების სიყვარული…
მამა – გიორგი თორაძე მხატვარი-ფერმწერია… დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და მოსკოვის გორინის სახელობის რესტავრაციის ინსტიტუტი… არის ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიის საპატიო დოქტორი. უამრავი გამოფენის მონაწილეა როგორც ჩვენთან, ასევე საზღვრებს გარეთ. დედა – ელიზა თორაძე პროფესიით მუსიკის მასწავლებელია… წლების მანძილზე ბავშვებს  ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა… ამჟამად მშობლები პენსიონერები არიან…
 ხატვა და ხელნაკეთობანი სკოლიდან გიტაცებდათ?
– დავამთავრე თელავის მერვე საშუალო სკოლა. ასევე დავამთავრე მუსიკალური სკოლა და სასწავლებელი ვიოლინოს სპეციალობით… დავამთავრე ქორეოგრაფიული სტუდიაც…. ხატვაზე არ მივლია…. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი გატაცება იყო ბავშვობაში… თუმცა მოგვიანებით ჩემი ოცნება იყო, მიმეღო სათანადო განათლება სამხატვრო აკადემიაში… რაიმე სერიოზული ნამუშევრები ბავშვობაში არ შემიქმნია.
– თუ ხატვა იყო გატაცება, რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩაბარება?
– პედაგოგიურზე ჩავაბარე ჩემი მშობლების ხათრით….ისე ვაპირებდი რუსეთში განათლების მიღებას … მაგრამ დრო რომ აირია, ალბათ გახსოვთ ,,პერესტროიკის” პერიოდი, მშობლებმა არ გამიშვეს… ისე გულით სამედიცინოზე – პედიატრიულზე მინდოდა ჩაბარება…
თავიდან ალბათ ხატავდითთქვენი ფანტაზია ულევიაუბრალო ნივთსაც კი ხელოვნების ნიმუშად აქცევთმოგვიყევით, როგორ დაიწყეთ ეს ყველაფერი?
–  ხატვა დავიწყე ძალიან ადრეულ ასაკში… ეს იყო ჩემი გართობაც, თოჯინებიც და დამალ-დახუჭობანაც… მამა ვერ აუდიოდა სახატავი რვეულებისა და ფანქრების ყიდვას… ვხატავდი ყველაფერს… ისე ვხატავდი, როგორც ვხედავდი ბავშვური თვალით… დამიხატავს მთელი ეპიზოდები ზღაპრიდან… განსაკუთრებით მახსოვს, როგორი ორიგინალური გამომივიდა სამი გოჭი… ეს ჩემი სულიერი საზრდო იყო….
 თექა, ქვილთი, ბატიკა, ფუნჯი, აბრეშუმის პარკიდა მაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– თექა, ქვილთი, ბატიკა ვისწავლე უკვე ზრდასრულ ასაკში… არცთუ ისე დიდი ხანია… მაგ მიმართულებით მივიღე პროფესიული განათლება… თუმცა დიდ უპირატესობას ვანიჭებ თექას…..
შთაგონება როგორ მოდის?
– ვქმნი მაშინ, როცა მოდის მუზა, ხალისი და განწყობა… თუ გუნება-განწყობაზე არ ვარ, არაფერი გამომდის…
 მუშაობთ თელავის . გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიროგორ უთავსებთ  სამსახურს ხელოვნებასთან?
– ჩემი სამსახური პირდაპირ უკავშირდება ჩემს საქმიანობასთან… საჭიროებისამებრ, ვეხმარები ჩემს უნივერსიტეტს….
გამოფენები
– რაც შეეხება გამოფენებს, მქონდა წლების წინ ქალაქ ოსერში, სადაც გაიყიდა ჩემი ორი სურათი, თელავშიც, უნივერსიტეტშიც… მაგრამ პერსონალური არ მქონია… ეროვნული ფოლკლორის ფესტივალშიც, არტგენის ფესტივალშიც ვმონაწილეობდი… ზაფხულში  თექაზე შესრულებული ჩემი ნამუშევრები ლაგოდეხის ღვინისა და ბლუზის ფესტივალზე გამოიფინა.
 ოჯახი
– მყავს მეუღლე და სამი შვილი. 21 წლის  გიორგი წელს ამთავრებს ბაკალავრიატს,  სპეციალობით ბიოლოგია, მარიამი 19 წლისაა, სწავლობს სასურსათოზე, მეორე კურსზეა… ძალიან კარგად ხატავს… მამაჩემმა მისცა კლასიკური განათლება…რაც შეეხება პატარას რუსუდანს – ის 7 წლისაა, სწავლობს მეორე კლასში…
 ულამაზესია თექაზე შესრულებული თქვენი ნამუშევარი – „ზამთარი თელავში“… ცხოვრობთ თელავის რაიონშიროგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი ქალაქი?
– ვცხოვრობ სოფელში, რომელიც ახლოსაა თელავთან… მინდა, რომ თელავი უფრო აღორძინდეს და გაძლიერდეს, როგორც კულტურის კერა… ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი…
რომელ ნამუშევრებს გამოყოფდით თქვენი შემოქმედებიდან?
– ნამუშევრებიდან გამოვყოფ „ორი სამყაროს დაპირისპირებას” და „მერვე სახლს”…  ეს ნამუშევრები დიდი განცდით შეიქმნა… ჯერ ფიქრებში დაიბადა, მერე ავიღე ფუნჯი და დავხატე…
აბრეშუმის პარკისგან როგორ ქმნით?
– აბრეშუმის პარკიდან რომ იქმნება ნამუშევარი, სპეციალური ტექნოლოგია სჭირდება: პარკის დამუშავება, შეღებვა… საკმაოდ რთული პროცესია..
ჰობი
–  ჩემი ჰობი ისევ და ისევ ხატვა და თექაა…
წინასაახალწლო განწყობა…
– ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია როგორც ჩემთვის, ასევე ბავშვებისთვის…. თუმცა გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ახალმა წელმა დაკარგა ის სილამაზე, რაც ჩემი ბავშვობაში მახსოვს…. ალბათ მაშინ ჯადოსნური გვეჩვენებოდა ყველაფერი… ოჯახურ გარემოში ვხვდებით ახალ წელს, შემდეგ მივდივართ ნათესავ-მეგობრებთან…
 სამომავლო გეგმები...
–  სამომავლო გეგმებს, ალბათ დრო გვიჩვენებს… რაც დამიგეგმავს, ვერ შემისრულებია… ასე რომ, დროს, მუზას და განწყობას მივანდოთ ბედი…

თამარ შაიშმელაშვილი

  

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები