“ძალიან ბევრი ადამიანი უკვე გამწვავებულ მდგომარეობაში აკითხავს საავადმყოფოებს, რაც ხშირად ფატალურად სრულდება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის ობიექტამდე მისასვლელად შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობას ხშირად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევს, რის გამოც გვიანდება პირველადი დახმარების აღმოჩენა.
„ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამწვავებულ მდგომარეობაში აკითხავს საავადმყოფოებს, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით მოგვმართა, რომ აღნიშნული კუთხით იწყება გარკევული ზომების მიღება. ამის გამო, ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ, მათ დასახლებებში ამოქმედდეს ასეთი ტიპის ობიექტები. შემოერთებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 30 000 ადამიანი, რომელთაც არ აქვთ პირველადი ჯანდაცვის ობიექტი“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.