მარკ ვან ბომელი მწვრთნელობას აპირებს
ახლო წარსულში მიუნხენის “ბაიერნის,” “მილანისა” და პსვ-ს ჰოლანდიელი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულს დაამთავრა, სამწვრთნელო კარიერას იწყებს.
როგორც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება, ის უკვე ქვეყნის 17-წლამდე ასაკის ნაკრების სამწვრთნელო ჯგუფში შეიყვანეს.
ვან ბომელს B კატეგორიის სამწვრთნელო დიპლომი ჰქონია და, მუშაობასთან ერთად, ის სწავლასაც გააგრძელებს.