ექსკლუზივი: სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა

„კვირას“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა.
ალექსანდრე ტაბატაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილის პოსტი ეკავა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა, მანამდე კი, ტაბატაძე, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მინისტრის მოადგილე იყო.
ალექსანდრე ტაბატაძე 1969 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი სხვადასხვა წლებში შს სამინისტროში არაერთ წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, ალექსანდრე ტაბატაძეს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პოსტები რუსთავსა და აჭარაშიც ეკავა.
მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები