“სააკაშვილი ჩამოგდებული პილოტია” – ექსკლუზიური ინტერვიუ ლეონიდ რაძიხოვსკისთან

ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ რუს პუბლიცისტსა და ექსპერტს ლეონიდ რაძიხოვსკის ესაუბრა.
რაძიხოვსკის აზრით, სააკაშვილს არც უკრაინაში და არც საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვს.

– როგორ შეაფასებდით ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომას? როგორც ის თავად ამბობს, ამის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის მიერ დაპირებების შეუსრულებლობა გახდა. 14938051_10207208769569184_825327342_n

– არ ვიცი რა კონფლიქტი არის სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, მაგრამ მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ჩაიფუშა. მის მოქმედებებში ბევრი პიარია და ცოტა საქმე. ის ოდესის გუბერნატორი გასული წლის მაისში გახდა, მაგრამ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრით ვერაფრით დაიკვეხნის. ეს, შესაძლოა, არც იყო რეალური, ვინაიდან გუბერნატორის ძალაუფლება არის საკმაოდ შეზღუდული. მაგრამ მე კითხვას დავუსვამდი: – სად მიდიოდი, არ იცოდი? პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? ერთი რამ არის ნათელი – სატრაბახო მას არაფერი აქვს. სააკაშვილმა დაიწყო საკმაოდ აქტიურად, მაგრამ ახლა ის დასრულებული ადამიანია. მან საქართველოში არჩევნები წააგო და ეს ზედიზედ მეორედ წაგებული არჩევნებია.

– ანუ მის გადადგომას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას უკავშირებთ?

– მე გადადგომას ვუკავშირებ მის დამარცხებას ყველა ფრონტზე, მან ძალიან დიდი ფსონი დადო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერ აცხადებდა, რომ ის უკრაინიდან არსად მიდის. შემდეგ განაცხადა, რომ პირიქით – მიდის. სულ იმას იმეორებდა, – ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ მოვიგებთ. თუმცა არჩევნები მათ ვერ მოიგეს. პარლამენტში კი არიან წარმოდგენილები, მაგრამ არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოიგო და მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებს . ასე, რომ, ერთის მხრივ, მან საქართველში არჩევნები წააგო, ხოლო, მეორეს მხრივ, უკრაინაში გახმაურებული სკანდალების გარდა – თქვენ ალბათ გახსოვთ მისი ჩხუბი შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც კინაღამ ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ოდესა არ გამხდარა ის, რასაც სააკაშვილი მოსახლეობას პირდებოდა. კორუფციასთან ბრძოლა – კარგია, მაგრამ ვის ებრძოდა სააკაშვილი და ვინ დაამარცხა? ეს ბოლომდე გასაგები არ არის. ამიტომ სააკაშვილი, ჩემი აზრით, „ჩამოგდებული პილოტია“. 14958831_10207208808610160_1758298038_n

– რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერას, უჭერდა თუ არა მას ბოლო დროს დასავლეთი მხარს, თუ დასავლეთმაც „გადააგდო“?

– მე არ ვიცი რა კავშირებზე და რა მხარდაჭერაზე საუბრობთ. მას აქვს, ან ჰქონდა პირადი კონტაქტები სენატორ მაკკეინთან და კიდევ ვიღაცეებთან. რას ნიშნავს სიტყვა „მხარდაჭერა“? მოდით ამაში გავერკვეთ. დღეს სააკაშვილი რომ ჩავიდეს აშშ-ში და შეხვდეს მაკკეინს, ეს შესაძლებელია. მას შეუძლია დარეკოს და გაესაუბროს ტელეფონით ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირებს. მაგრამ მისი გულისთვის არაფერს გააკეთებენ. პოროშენკოს არავინ მიაწვება, არავინ დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს და არავინ აუკრძალავს სააკაშვილის გადაყენებას – არა მგონია, ეს თამაში ვინმემ დაიწყოს. მით უმეტეს, რომ „რესპუბლიკელების“ კანდიდატისთვის, ტრამპისთვის, სააკაშვილი არაფერს წარმოადგენს, ისევე, როგორც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, ჰილარი კლინტონისთვის. დღევანდელ მსოფლიოში არავინ არავისთვის ცინგლების შეწმენდას არ აპირებს და დასავლეთიც ამ მხრივ არ განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან. როგორც პროფესორმა იოსელიანმა გენიალურად თქვა – „დემოკრატია ლობიობანა არ არის“. ასე, რომ თუ ვინმესთან კარგი ურთიერთობები გაქვს, კი ლობიოს ერთად შეჭამთ, ღვინოსაც დალევთ, მაგრამ შენი გულისთვის და შენი აღდგენისთვის ბრძოლას არავინ აპირებს.

– რაც შეეხება სააკაშვილის მომავალს, როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა მას მომავალი? სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის კორუფციასთან ბრძოლას კიევში აპირებს და აცხადებს, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ კიევში შეიძლება. ოდესაში კი ეს შეუძლებელი იყო. აქვს თუ არა მას მომავალი უკრაინაში?

– მე ამ მომავალს ვერ ვხედავ. ხმამაღალი განცხადებები კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ეს არის იაფფასიანი ილეთი. მე ბევრ პოლიტიკოსს ვიცნობ, ვინც ამაზე ბევრს ყვიროდა,.

– ანუ სიტყვების იქით საქმე არ მიდიოდა?

– რა თქმა უნდა. ამისთვის რეალური ძალაუფლებაა საჭირო. ძალაუფლების მოპოვება კი მას მხოლოდ მოსახლეობის დიდ მასებზე დაყრდნობით შეუძლია. ეს კრედიტი კი მას არა აქვს მრავალი მიზეზის გამო. ის არ არის უკრაინელი, ეს კი უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ დიდია ნაციონალიზმი. მინისტრი, ვინც გინდა იყოს, პრემიერ-მინისტრიც კი არის კაცი გვარად გროისმანი, ხოლო შს მინისტრი არის ადამიანი გვარად ავაკოვი, მაგრამ სააკაშვილს მინისტრობა არ სურს. მას შეუძლია იყოს ან პრეზიდენტი, ან არავინ. გუბერნატორი ის უკვე იყო. მაგრამ პრეზიდენტად უკრაინაში ადამიანს, 14971376_10207208770289202_1535864835_nრომლის გვარია სააკაშვილი, არ აირჩევენ, ისევე, როგორც არ აირჩევდნენ საქართველოში პრეზიდენტად ადამიანს, რომლის გვარია ტიმოშენკო, ტიმჩენკო ან მსგავსი რამ. პირველ რიგში ის არ არის უკრაინელი. მეორეს მხრივ, მას აქვს ნეგატიური გამოცდილება ოდესაში. მას ეტყვიან – აი შენ იყავი წელიწადნახევარი ოდესის გუბერნატორი და რა? რა გააკეთე ამ ხნის განმავლობაში? და მესამე. ადამიანი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური მარცხი განიცადა, ვის სჭირდება ის სხვა ქვეყანაში? საქართველოში ძალიან რთულია პოლიტიკაში დიდხანს გაჩერება – საქართველოში სწრაფად ცვალებადი დემოკრატიაა. ვინც გუშინ იყო ძალიან ცნობილი, მაგალითად ნინო ბურჯანაძე, დღეს ფაქტობრივად მივიწყებულია. დამარცხებულები არსად არ მოსწონთ. ანუ საკუთარ სახლში განადგურებულს რისთვის მიიღებენ სხვის სახლში? ამიტომ მე სააკაშვილისთვის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. მას დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, თუ დასავლეთი საოცარი ძალით მის მხარდაჭერას დაიწყებს და საოცრად „გააპიარებს“. მაგრამ დასავლეთი ამას არ გააკეთებს.

– რატომ?

– ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდა ყვირის, რომ დასავლეთი ვიღაცას აწვება, საოცარი ძალით მხარს უჭერს. არაფერიც. ვინც გაიმარჯვა, იმას დაუჭერს მხარს, ვინც დამარცხდა, იმაზე უარს ამბობს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მათ სხვანაირად მოქმედებისთვის არანაირი ინტერესი არა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები