დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტზე რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა – შენახვა- შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი ლომთათიძე დააკავეს.
“კვირას” ინფორმაციით, დაკავებული ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილია.
არსებული ინფორმაციით, ლომთათიძე სტრიპტიზბარების მფლობელი და მეწილეა.
გიორგი ლომთათიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
როგორც “კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 262 -ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები