ქობულეთელმა გოგონამ, რომელიც ლეღვის ნახარშით ირუჯებოდა, დამწვრობითი შოკი მიიღო
ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ლეღვის ფოთლის ნახარში სხეულზე წაისვა და მზეზე ირუჯებოდა, რეანომობილით ქობულეთიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს სხეულის 60-პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევა ქობულეთში მოხდა. თავად 29 წლის გოგონა ქობულეთში ცხოვრობს.
„ 29 წლის გოგომ, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს, ლეღვის ფოთლის ნახარში სხეულზე წაისვა და მზეზე ირუჯებოდა, რის შედეგადაც მან ზედა და ქვედა კიდურების, სახისა და ბეჭების დამწვრობა მიიღო. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას კლინიკაში შემოყვანისას დამწვრობითი შოკის პათოლოგია აღენიშნებოდა, მიღებული აქვს მე-2 -3 ხარისხის დამწვრობა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“ ,- აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, წელს ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის ეს მესამე შემთხვევაა.
იზა შაქარაშვილი