საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

დღეს დილით, საბერძნეთის ქ. კავალას ერთ–ერთ სოფელში საქართველოს მოქალაქე კანადელი მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცია. მას ბრალად ედება 40 წლის კანადელი ქალის გაუპატიურება. საქმეს საბერძნეთის პროკურატურა იძიებს.
მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი კანადელ ქალბატონთან ერთად, რომელსაც მანამდე იცნობდა, ღამის ბარში იმყოფებოდა. მოგვიანებით მათ შელაპარაკა მოუვიდათ, რის შემდეგაც ჩასვა ის საკუთარ ავტომანქანაში, გაიყვანა უკაცრიელ ადგილას და გააუპატიურა.
„კვირა“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები