„მრგვალი მაგიდა“ კულტურის სამინისტროში

   კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დამატებითი ფუნქციები და უფლებამოსილებები მიენიჭება. ამასთან დაკავშირებით 4 აპრილს, 17:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ეწყობა „მრგვალი მაგიდა“ სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სადაც განხილული იქნება ადმინისტრაციული ხელშეკრულება აღნიშნულ უწყებებს შორის.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დამატებითი ფუნქციები და უფლებამოსილებები მიენიჭება. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში სააგენტოს გადაეცემა: ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება და მოხსნა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, ხოლო ქ. თბილისის ტერიტორიაზე, სამინისტროსთვის წინადადებების წარდგენა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხების ინიცირების მიზნით;
-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან – ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანისა და სიიდან ამორიცხვის უფლებამოსილება;
– საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცის შეთანხმება;
– ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, ისეთი ტერიტორიის განაშენიანებაზე, რომელიც ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, თანხმობის გაცემა;
– საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარიერის დამუშავებაზე და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის შესახებ დასკვნის გაცემა;
– უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) საკითხის შეთანხმება;
– საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ყველა სახის საქმიანობის შეჩერება, რომელმაც კულტურულ მემკვიდრეობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.
ხელშეკრულების მიხედვით სამინისტრო ეროვნული მემკვიდრეობის სფეროში სააგენტოზე გარკვეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამმართლებლივი აქტების გამოცემის დელეგირებას ახდენს. სამინსიტრო ამავე დროს მაკონტროლირებელ და კულტურის პოლიტიკის წარმმართველ უფლებას იტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები