ვინ გააცნო მაკა ჩიჩუა საქართველოს პრეზიდენტს?

  საქართველოს პრეზიდენტს მაკა ჩიჩუა საკუთარმა შვილმა გააცნო – ამის შესახებ მაკა ჩიჩუა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ერთმანეთი ჩვენმა შვილებმა გაგვაცნეს. სწორედ მათ დაგვაახლოვეს. მაშო და ანა მეგობრები არიან, ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთთან… როგორც კი გიორგის დავუახლოვდი, მივხვდი, რომ უსასრულობის განცდა სიყვარულში ყოფილა შესაძლებელი. გიორგი დღითი დღე სულ უფრო მეტად მიყვარდება და ეს შეგრძნება არასდროს მთავრდება. ჩვენ უკვე დიდი შვილები გვყავს. მაშკა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ანა მთაწმინდაზეა, გიორგის მშობლების სახლში. ჩვენ, ძირითადად, ქალაქგარეთ ვართ. გიორგის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იქ ხშირად ვიკრიბებით ყველანი ერთად. ძალიან გვიყვარს დუშეთის სახლი“,- აცხადებს მაკა ჩიჩუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები