ხაშურში 20 წლის ბიჭმა შეყვარებულისგან მიღებული SMS-ის წაკითხვის შემდეგ თავი მოიკლა

ხაშურში 20 წლის ბიჭმა, შეყვარებულისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც “კვირასთან“ ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეყვარებულისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. „ეს-ემ-ესის“ წაკითხვის შემდეგ იგი აღელდა და მეორე სართულზე ავიდა. მოგვიანებით ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები