,,თბილისის ძველი ეკლესიები და საკულტო ნაგებობები”

   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ მედიას ეროვნული სააგენტოს ახალ ინიციატივა – თბილისის ძველი ეკლესიებისა და საკულტო ნაგებობების ინვენტარიზაციის – მნიშვნელობა და აუცილებლობა გააცნო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თბილისში არსებული ყველა რელიგიური კონფესიის საკულტო-არქიტექტურული ნიმუშების ინვენტარიზაციას და ფოტოფიქსაციას განახორციელებს, სამუშაო ჯგუფი შექმნის სააღრიცხვო ბარათებს, მოამზადებს ძეგლთა არქიტექტურულ-კონსტრუქციულ წინასწარ დასკვნებს და საკულტო ნაგებობათა ირგვლივ არსებულ სოციალურ გარემოს შეისწავლის. პროექტის დასკვნით ნაწილში მოპოვებული მასალების საფუძველზე მომზადდება და გამოიცემა ფოტოალბომი სახელწოდებით: ,,თბილისის ძველი ეკლესიები და საკულტო ნაგებობები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები