შალვა პაპუაშვილი – უნდათ, რომ იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ, რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ

განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. დაროგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენიდამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენიიდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის,’’- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაქართული ოცნებისსაარჩევნო კამპანიისრეგიონული ღონისძიებაზე, რუსთავში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავიდასაცავი. ოღონდ, ფიზიკურ მტრებთანწინააღმდეგობის გარდა, დღეს იდენტობის შენარჩუნებისთვისაც უწევთ ბრძოლა.

მისი თქმით, ამიტომ არის 26 ოქტომბერირეფერენდუმი იდენტობის,  დამოუკიდებლობის დასუვერენიტეტის და თვითმყოფადობის გადასარჩენად.

,,მოგესალმებით ქვემო ქართლის ამაყო ხალხო, აქ, ქვემო ქართლის ისტორიულ მიწაზე, სადაცსაქართველოს ისტორიული ბრძოლებისუმრავლესობა გაიმართა. ბრძოლები, რომლებმაც, ეროვნების მიუხედავად, ყველა ერთ ამაყ და ღირსეულ ქართველ ხალხად შეგვადუღა. აქ არის დიდგორი, აქ არის მარტყოფი, აქაა კრწანისი და ტაბახმელა. ამ მიწის შვილები არიან მარაბდის გმირი ხერხეულიძეები და ერეკლე მეფის ბორჩალოელი მცველები. ამიტომ განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ, ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა, დღეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც გვიწევს ბრძოლა. მტკიცე ეროვნულმა და პიროვნულმა იდენტობამ დღევანდელობამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ყოფა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები. ეს იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ. რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ. საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არდაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი. ამიტომ არის 26 ოქტომბრის რეფერენდუმი ჩვენი იდენტობის, ჩვენიდამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ჩვენითვითმყოფადობის გადასარჩენად. 26 ოქტომბერს ასევე გადაწყდება, შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, თუ ძალაუფლებას კვლავ ის ხალხი ჩაიგდებს ხელში, ვინც აფხაზებთან და ოსებთან ხელახლა გადებული ნდობის ხიდები ერთხელ უკვე გადაწვა,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან ბოლო დროს განვითარებული კამპანიის შესახებ და აღნიშნა, რომ მათ ევოპისკენ გზა არ ესახებათ აფხაზ და ოს ხალხთან ერთად.

,,უკანასკნელი პერიოდის ისტერია ნათლადაჩვენებს, რომ მშვიდობიანი გაერთიანებაოპოზიციის არჩევანი არაა. უკვე კარგად ჩანს, რომმათი ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა დაოსების გარეშე. ამ გზაზე, ისინი მზად არიან უკანმოიტოვონ სოხუმიც და ცხინვალიც და ხაზიგადაუსვან ჩვენი წინაპრების სისხლით შეკრულსაქართველოს საზღვრებს ჩვენი ევროპული გზა კიარის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთანერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომისსურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს დაომის მსხვერპლს. ეს გზა რთულიც არის და იოლიც. რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არგავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ, დასასჯელს არ დავსჯით და შესანდობს არშევუნდობთ მაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმსიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენს შორის იყო დაარის. ჩვენს საერთო ოჯახებზე, ჩვენს საერთოსალოცავებზე, ჩვენს საამაყო საერთო წარსულზედა მის ხელახლა გამეორებაზე.

სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათიგაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით დაშერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით. თავადვე დაადასტურეს, რომ ნულია შანსი, რომ მათქვეყნის გამთლიანებისთვის საჭიროკონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციულიროლი ითამაშონ. ამიტომ არისქართული ოცნებისმიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის. 26 ოქტომბერს კიდევ ერთი დიდი  ბრძოლა უნდამოიგოს საქართველომ. ეს ბრძოლა ისტორიასდარჩება, როგორც კიდევ ერთი ქარტეხილიანიუღელტეხილი, რომელიც საქართველომ უნდაგაიაროს, რომ გაერთიანდეს, გაძლიერდეს დადაიბრუნოს ის სახელი და დიდება, რომელსაცჩვენი საერთო დიდი წინაპრების თავგანწირვა დასაგმირო საქმეები გვავალდებულებს. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი ჩვენი ქვეყნისგამარჯვებისთვის! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსმფარველი!,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები