შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, გზა, რომელიც შერიგებით იწყება, გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს. ეს გზა რთულიც არის და იოლიც,’’ –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაქართული ოცნებისსაარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, რუსთავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იოლია გზა, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის იყო და არის. მისი თქმით, სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში, მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით.

რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არ გავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ, დასასჯელს არ დავსჯით და შესანდობს არ შევუნდობთმაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენს შორის იყო და არის. ჩვენს საერთო ოჯახებზე, ჩვენს საერთო სალოცავებზე, ჩვენს საამაყო საერთო წარსულზე და მის ხელახლა გამეორებაზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით. თავადვე დაადასტურეს, რომ ნულია შანსი, რომ მათ ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭირო კონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციული როლი ითამაშონ. ამიტომ არისქართული ოცნებისმიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები