ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინიშნა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ზურაბ აგუმავა დაამტკიცეს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
აგუმავა აფხაზეთში 1992-1993 წ.წ. საომარო მოქმედებების დროს ე.წ. გუმისთის ფრონტის კონტრდაზვერვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი შამბამ განაცხადა, აგუმავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას სრულად შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები