კავკასიის თასი გოლფში – კაჭრეთის „ამბასადორის გოლფ – კლუბში“ ტურნირი გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
„ამბასადორის გოლფ- კლუბის“ ინიციატივით გოლფში პირველი კავკასიის თასი გაიმართა. ტურნირში სომხეთის და საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ. თითოეულ ქვეყანას 8 მოთამაშე წარმოადგენდა. ტურნირი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა, გამარჯვება საქართველო გუნდმა მოიპოვა და კავკასიის თასის მფლობელი გახდა. საქართველოს გუნდს ქართველი გოლფერები და ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ.
„კავკასიის თასს“ ყოველწლიური ღონისძიების სახე მიეცემა. ღონისძიება 2016 წელს სომხეთში, ერევანში „არარატის გოლფ- კლუბში“ გაიმართება.