უკრაინისა და საქართველოს ეროვნული გვარდიების ხელმძღვანელები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გვარდიების ხელმძღვანელები გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსპიკერი, სვეტლანა პავლოვსკაია იტყობინება.
“უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური ნიკოლაი ბალანი საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსს ლევან გამყრელიძეს შეხვდა. შეხვედრის დროს ისინი უკრაინისა და საქართველოს ეროვნული გვარდიების ხანგრძლივ ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვრთნების სისტემის გაუმჯობესების შესახებ გამოცდილების გაზიარების საკითხში”, – განაცხადა სვეტლანა პავლოვსკაიამ.
როგორც უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართველი კოლეგები ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებით მოქმედებენ. თავის მხრივ, ლევან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული გვარდიის თანამედროვე გამოცდილებას და შეიარაღების და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებზე სწრაფად გადასვლის უნარს საფუძვლიანად გაეცნოს.